20:36 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 10:51:38, 14695 ნახვა

ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა, თუმცა სტაბილიზაცია ყოველდღიურად შეინიშნება.

„დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩვენს ცენტრში 38 პაციენტი გვყავდა. აქედან 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა კორონავირუსის ინფექცია და დღეს კლინიკა ოთხივემ დატოვა. ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. დილიდან შემოვიდა კიდევ ერთი გამოსაკვლევი შემთხვევა. პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელი გვაქვს. კვლავ სამი მძიმე პაციენტია, მაგრამ მათთან მცირედი სტაბილიზაცია მიღებულია. ძირითადად საშუალო სიმძიმის პნევმონიით არიან პაციენტები და ასევე მსუბუქი პაციენტები პნევმონიის გარეშე.

ჩვენ დაახლოებით ათი დღეა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით პაციენტი არ მიგვიღია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics