22:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-26 10:28:12, 1237 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - გვაქვს კითხვები პრემიერთან, როგორ აპირებს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს

„ევროპულ საქართველოს“ პრემიერ-მინისტრთან ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდა.

როგორც პარტიის წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, ისინი აპირებენ პრემიერს კითხონ როგორ აპირებს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანოს.

„პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოს“ ბევრი კითხვა დაუგროვდა. კითხვები, რომლებიც ეხება იმას, თუ როგორ აპირებს პრემიერ მინისტრი გამოიყვანოს ქვეყანა ამ ეკონომიკური კრიზისიდან. მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ კონკრეტული წინადადებები დავაყენეთ და ამაზე პასუხი არ მიგვიღია. მათ შორის გადასახადების შემცირებაზე, დაგროვილი საპენსიო თანხების ადამიანებისთვის უკან დაბრუნებაზე. ამ ყველაფერზე ვაპირებთ პრემიერ-მინისტრს დავუსვათ კითხვები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ხვალ, 27 მაისს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში ელოდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics