21:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 15:17:14, 1286 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე - რუსეთი თავის საზღვრებს გარეთ უფრო აგრესიული გახდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, იმ ფონზე როცა რუსეთს ყველა მიმართულებით რთული მდგომაროება აქვს, ეცდება, რომ თავის საზღვრებს გარეთ უფრო აგრესიული გახდება.

მისი თქმით, სხვა თემებზე ყურადღების გადატანა არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომელსაც მიმართავენ ასეთი სახელმწიფოები.

„იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია ყველა მიმართულებით, არც ის არის გამორიცხული და დიდი ალბათობით შეგვიძლია დავუშვათ, რომ იგი თავის საზღვრებს გარეთ უფრო აგრესიული გახდება და სხვა თემებზე ყურადღების გადატანა ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომელსაც მიმართავენ ასეთი ტიპის სახელმწიფოები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ Financial Times-თან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეჭვობს, კორონავირუსისგან შექმნილ კრიზისს, რუსეთის აგრესიის გამოწვევა შეუძლია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics