10:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-23 19:57:56, 1579 ნახვა

სამართალი
Tik-Tok-ზე არსებული ხარვეზი, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით უკვე გამოსწორებულია

Tik-Tok-ის პალტფორმაზე არსებული ხარვეზი, რომლის თანახმადაც აფხაზეთი და ჩრდილოეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იყო აღნიშნული, აღმოფხვრილია - ამის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აქტიურად იმუშავა პეკინთან. 

„საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატმა, ისევე როგორც ჩვენმა საელჩომ ჩინეთში, ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო მუშაობა ამ საკითხზე. შეხვედრები გაიმართა თბილისსა და პეკინში, მათ შორის ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას, რა დროსაც მათ ბოდიში მოიხადეს აღნიშნული ხარვეზის გამო და დაგვპირდნენ მის მალევე გამოსწორებას. ზოგადად საგარეო უწყება ყოველთვის რეაგირებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც სამინისტროს და საელჩოების ძალისხმევით გამოსწორებულა ამა თუ იმ სუბიექტისა და ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჩვენი საქმიანობის უმთავრესი ნაწილია”, – განაცხადეს უწყებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics