20:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 16:09:02, 1385 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება იმისთვის ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს

„აქ არის პოლიტიკური თემებით გაზავებული შეკითხვები, ამ ტრადიციას თუ მივყვებით, ჩვენც შეიძლება ვთქვათ, რომ საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისთვის, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც უმართავი გახდება სიტუაცია. ასეთი ეჭვების გამოთქმის საფუძველიც არსებობს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტს იხილავენ.

გიორგი ვოლსკიმ მომხსენებელს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მაგალითის დასახელება სთხოვა.

„ იქნებ თქვენს გამოსვლაში, ერთი მოდელირებული მაგალითი მოიყვანოთ იმისა, თუ რაზეა საუბარი. ისეთი მაგალითი მოიყვანოთ, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდის, რაზე ვკამათობთ, რისგან გვინდა გადავარჩინოთ საზოგადოება, რისგან გვინდა გადავარჩინოთ თუნდაც, არჩევნები. აქედან გამომდინარე, მაგალითი იქნება ყველაზე კარგი და შესაბამისი იმაზე პასუხების გასაცემად, რა შეკითხვებიც ახლა დაისვა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics