|
2020-05-21 10:46:38, 11519 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისს, ხოლო დანარჩენი საკარანტინე სივრცეს უკავშირდება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან, 1-ის წყარო ბოლნისია, დანარჩენი კი საკარანტინე სივრციდანაა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ 11 ახალი შემთხვევა მიიღეს და ამჟამად, ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 36 პაციენტია. „ამ ეტაპზე, კოვიდსტსციონარებში მკურნალობს 224 პაციენტი. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კვლავ აჭარბებს სტაციონარში მკურნალ პაციენტებს, 249 შემთხვევით. ახალი 8 დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი არის ბოლნისის წყარო დანარჩენი არიან საკარანტინო სივრცეებიდან. გუშინ ჩვენთან შემოვიდა 11 დადასტურებული შემთხვევა, წინა დღეების დადასტურებული შემთხვევების გადმოყვანა მოხდა ჩვენთან და აქედან, 8 შემთხვევა ბოლნისის რაიონი და სოფელი მუშევანია. დანარჩენი 3 შემთხვევა საკარანტინო სივრციდან არის გადმოყვანილი. ამ ეტაპზე, გვყავს 36 დადასტურებული შემთხვევა ჩვენ კლინიკაში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)