|
2020-05-14 17:22:06, 1854 ნახვა
სამართალი
კახეთის საოლქო პროკურატურაში, 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე, არასრულწლოვანის მშობლებს პროკურატურის პოზიცია გააცნეს
კახეთის საოლქო პროკურატურაში, დღეს 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე, დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასთან დაკავშირებით, პირადად გააცნეს. დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლებს და მათ ადვოკატს საოლქო პროკურატურაში განუმარტეს, რომ პროკურატურა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა. არასრულწლოვანის მშობლებს განემარტათ, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს მოცემულ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, მოკლებულია მტკიცებულებათა ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას და რადიკალურად განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისგან. გურჯაანის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროკურატურა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა. მტკიცებულებათა გამოკვლევისას პროკურორმა მაქსიმალურად გამოიყენა სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო და საქმის არსებითი განხილვის არც ერთი სხდომა ბრალდების მხარის მიზეზით არ გადადებულა; ბრალდების მხარემ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოში წარადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობა, არსებული საკანონმდებლო სივრცისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას. ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა გურჯაანის რაიონული სასმართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა გარემოებებით იხელმძღვანელა განაჩენის გამოტანის დროს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)