11:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 10:11:18, 1489 ნახვა

კომენტარი
მამუკა მდინარაძე - წორმა მენეჯმენტმა და საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში მოგვცა შესაძლებლობა შეზღუდვების მოხსნაზე დავიწყოთ ლაპარაკი

„სწორმა მენეჯმენტმა და  საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში  მოგვცა შესაძლებლობა შეზღუდვების მოხსნაზე დავიწყოთ ლაპარაკი", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, მხოლოდ ამაში ხელი აუცილებლად უნდა შეგვიწყოს მოსახლეობამ. მარტო ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებდა რომ არა საზოგადოების უდიდესი ნაწილის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება

„რომ არა სწორი მენეჯმენტი, ჩვენ პიკს ალბათ უფრო ვიგრძნობდით და გვექნებოდა გარკვეული აფეთქება, ამიტომ ქვეყანა და ხელისუფლება აძლევს თავს უფლებას, რომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს,  რადგან არ გვაქვს ისეთი მრუდი, რომელსაც პიკს დავარქმევდით. შეიძლება შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს, მხოლოდ ამაში ხელი აუცილებლად უნდა შეგვიწყოს მოსახლეობამ. მარტო ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებდა რომ არა საზოგადოების უდიდესი ნაწილის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. ხელისუფლების სწორმა მენეჯმენტმა და საზოგადოების სწორმა მონაწილეობამ ამ ბრძოლაში მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენ ვიწყებთ საუბარს შეზღუდვების მოხსნაზე. ჩვენ გვაქვს ისეთი დინამიკა, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს იძლევა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტვ „იმედის" ეთერში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics