00:22 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 11:04:35, 1378 ნახვა

რეგიონი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ახალციხის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ახალციხის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი  ზაზა მელიქიძე და  სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.

ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სავაჭრო ობიექტში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდაციების მკაცრად დაცვის საკითხები დეტალურად განიხილეს. აღინიშნა, რომ ახალციხის აგრარულ ბაზარში, სავაჭრო პროცესის განახლებისთვის,  მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, დახლები განთავსდა შესაბამისი  დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ეზო  და ავტოსადგომი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics