|
2020-04-27 19:15:15, 1668 ნახვა
კომენტარი
რომან კაკულია - ხელისუფლება ეცადა ყველაზე ობიექტური ყოფილიყო მომავლისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით
„ანტიკრიზისულ გეგმის შეფასებას ორი კრიტერიუმი აქვს - პირველი - დაინახა თუ არა ხელისუფლებამ ყველა ის მიზნობრივი სოციალური ჯგუფი, რომელიც დაზარალდა ამ პერიოდში, მეორე - რამდენად ადეკვატური იყო დახმარება", - აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტვ „იმედის" ეთერში. მას მიაჩნია, რომ დანახვის ნაწილში, ხელისუფლება ამას შეეცადა ყველანაირად. „ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებების პროცესში ხარვეზი ყოველთვის იქნება, მაგრამ დანახვის მცდელობაში ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ არ გამორჩენოდა არცერთი სოციალური ჯგუფი", - განაცხადა რომან კაკულიამ. რაც შეეხება თანხის ადეკვატურობას, დეპუტატის თქმით, გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლო ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევბაც გათვალისწინებული იქნა. „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, ვთქვათ და კიდევ უფრო ცუდი სცენარით განვითარდეს მოვლენები. იმ დაგეგმილი შემოსავლების შემცირება კიდევ მეტიც რომ იყოს, ამისთვისაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მზაობა. იმ ხარჯების გარდა, რომელიც ჩვენ გვგონია, რომ გასაწევი იქნება, ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, შეიძლება კიდევ სხვა ხარჯებიც იყოს გასაწევი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება. 1200 ლარის თუ 300 ლარის ნაცვლად შეიძლებოდა დაგვეგეგმა 2000 -ც და 500-ც, მაგრამ ამაში ჩადებული იქნებოდა მაქსიმალურზე მაქსიმალური დაძაბულობა იმ სიტუაციის, რომელიც ცუდი სცენარის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს, რისი უფლებაც ხელისუფლებას არ აქვს. თუ ყველაფერი კარგი სცენარით წავა, მერე შეიძლება დამატებები გააკეთო, მაგრამ ჩემი აზრით, ხელისუფლება ეცადა ყველაზე ობიექტური ყოფილიყო მომავლისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით. ამიტომ ვითხოვთ, საზოგადოება გაგებით მოეკიდოს ამას და ჩათვალოს, რომ ეს მომავალზე ფიქრით არის განპირობებული და არა დაუნახაობით ან არაკომპეტენტურობით", - განაცხადა რომან კაკულიამ.
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)