|
2020-04-25 19:58:46, 15144 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის დუმის დეპუტატი ლეონიდ კალაშნიკოვი კორონავირუსით დაავადდა
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუდადი, ლეონიდ კალაშნიკოვი კოვიდ-19-ით დაავადდა - ამის შესახებ, დეპუტატმა "ინტერფაქსს" განუცხადა. "დიახ მე ვიმყოფები საავადმყოფოში და კორონავირუსზე ვმკურნალობ. ჩემი მდგომარეობა არც თუ ისე კარგია", - განაცხადა კალაშნიკოვმა. მან აღნიშნა, რომ მაღალი ტემპერატურა აქვს, მაგრამ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას არ საჭიროებს. მისი თქმით, იგი ერთ კვირაზე მეტია ინფიცირებულია, თუმცა ჰოსპიტალიზაციამდე იგი კარანტინში იმყოფებოდა. "თავიდან ჩემი მძღოლი დაავადდა, მე მისგან დავინფიცირდი", - ყვება კალაშნიკოვი. ამავე სააგენტოს წყარო გვაცნობებს, რომ ყველა ვინც დეპუტატთან ახლო კონტაქტშ იმყოფებოდა საკარანტინე ზონაშია გადაყვანილი. ისინი ასევე იუწყებიან, რომ ყველა ზომა მიღებულია, შენობას რომელშიც კალაშNიკოვი მუშაობდა დეზიფნექცია ჩაუტარდა. 25 აპრილის მონაცემებით, რუსეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 74,5 ათასს შეადგენს. ბოლო 24 საათშ კი ეს რიცხვი 5966-ით გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)