22:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 11:21:30, 1771 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის „ინაუგურაცია“ გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას „ინაუგურაცია“ დღეს  გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ცერემონია სოხუმში, „პრეზიდენტის ადმინისტრაციის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება. კორონავირუსის პანდემიის გამო, „ინაუგურაციის“ ცერემონია სტუმრების გარეშე, ვიწრო წრეში ჩატარდება. ასლან ბჟანიას „ინაუგურაციას“ ე.წ. პარლამენტის სპიკერი, მოადგილეები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა, რომელშიც ასლან ბჟანიამ ხმების 56,5% მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics