|
2015-08-14 13:26:21, 2701 ნახვა
რეგიონი
ფოთს შვედეთის საპორტო ქალაქის დელეგაცია ეწვია
ფოთის მუნიციპალიტეტს, ორდღიანი ვიზიტით, შვედეთის საპორტო ქალაქის ოსტამარის დელეგაცია ეწვია. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ოსტამარის ადგილობრივი მმართველობისა და საზღვაო პორტის მენეჯმენტის წარმომადგენლები არიან – ქალაქის ვიცე-მერი იაკობ სპანგენბერგი, ლენარტ ოვანიუსი, სტეფან ედელსვეირდი და პიტერ ზონე. სტუმრებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შეხვდნენ. ქართულმა მხარემ, ვიზიტად მყოფ დელეგაციის წარმომადგენლებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და მათთან დღის წესრიგი შეათანხმეს. ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ შვედეთის ქალაქ ოსტამარის დელეგაცია ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობას ეწვია. როგორც მერიაში აცხადებენ, ფოთის მუნიციპალიტეტს შვედეთის საპორტო ქალაქ ოსტამართან 2007 წლიდან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)