|
2020-04-16 13:57:14, 7924 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულ ათ ახალ პაციენტს, ორმხრივი პნევმონია აღენიშნება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 10 ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. მისი თქმით, პრაქტიკულად ყველა მათგანთან ფიქსირდება ორმხრივი პნევმონია. „დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 74 პაციენტი. გუშინდელი გაგზავნილი ტესტებიდან 10 მოვიდა დადებითი და დღეისათვის გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი. დღეს ვაპირებთ 30 ნიმუშის გაგზავნას და, რა თქმა უნდა, დღის ბოლოს მივიღეთ პასუხს. სამწუხაროდ, მზარდი ტენდენციაა და ეს მაქსიმალურად მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ უნდა დავიცვათ წესები, რომ თავი ავარიდოთ არასასურველ შედეგებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა პაციენტს აღმოვუჩინოთ ყველანაირი დახმარება და მზად ვართ ამისთვის, ოღონდ ეს უნდა იყოს გონივრულ ჩარჩოებში და კატასტროფულ სიტუაციას არ უნდა გავცდეთ. ამიტომ უნდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომ ვიყოთ მობილიზებული და დავიცვათ ერთმანეთი. ახალი ინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ჟანგბადდამოკიდებულნი არიან, ორმხრივი პნევმონიაა ყველასთან, პრაქტიკულად“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)