00:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 17:23:30, 1623 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - ქვეყანაში სრულმასშტაბიან შიდა გავრცელებაზე გადავდივართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელება იწყება.

მან აღნიშნა, რომ ეპიდემისს დაწყებიდან, დღეს პირველი დღეა როდესაც 24 საათის განმავლობაში 30 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

„ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ კოვიდ-19 არის უმძიმესი გლობალური გამოწვევა, როგორც თითოეული მოქალაქისთვის ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისთვის და რათქმაუნდა ეკონომიკისთვის.

დღეს ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტანტირება, რომ გვაქვს პირველი შემთხვევა როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ადამიანი ინფიცირებული. კვლევა 500 ადამიანზე მიმდინარეობს და ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიან შიდა გავრცელებაზე გადავდივართ. ის მძიმე კარანტინის ზომები, რომლებიც თითქმის ყოველ კვირეულად ქვეყანაში მრავლობს ამ ფაქტს ადასტურებს.“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics