22:44 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 13:47:18, 1831 ნახვა

რეგიონი
მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა

შუახევში, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით მორიგი სხდომა გაიმართა.

 სხდომა ონლაინ რეჟიმში წარიმართა და წევრებთან ერთად სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინეს, მათ შორის:- სოფლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საინფორმაციო დაფების განთავსება; მოძრავი მაღაზიები, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილობრივების სურსათით მომარაგებას; მოხალისეობრივ საქმიანობაში საბჭოს წევრების ჩართულობა და მათი ონლაინ გადამზადება წითელი ჯვრის მიერ.

 როგორც, შუახევის მერმა აღნიშნა, პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ახალგაზრდული კუთხით და გამოთქვა მზაობა, რომ საბჭოს წევრების მიერ დასახელებული იდეები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება.

ფრიდონ ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრ მოხალისებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები კორონავირუსის ბრძოლის საქმეში და უზრუნველყოფენ საინფორმაციო კამპანიებსა და სოციალური კალათების გადაცემას მოსახლეობაში.

ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზნებია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და ა.შ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics