19:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 15:18:16, 1069 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ჩვენ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებთ არა რომელიმე კომპანიას, არამედ ადგილობრივი წარმოების განვითარებას

მთავრობამ გადაწყვიტა,  დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ კომპანიას,  არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, შაქრის წარმოება ერთ-ერთია იმ დარგებს შორის, რომელსაც სახელმწიფო სერიოზულად განავითარებს და ააღორძინებს, რათა საკუთარი რესურსით მოვამარაგოთ ადგილობრივი ბაზარი, მათ შორის საქართველოში წარმოებული შაქრითაც.

„აქედან გამომდინარე, როდესაც  ვამბობთ, რომ დავეხმარებით აგარის შაქრის კომბინატს, ამით იმასაც ვამბობთ, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც აწარმოებს საქართველოში შაქარს, იგივე პირობებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე  აგარის შაქრის კომბინატი ყველაზე მეტად არის მზად შაქრის წარმოებისთვის და პრაქტიკულად ორ თვეში შეძლებს წარმოების დაწყებას. თუკი რომელიმე კომპანია არის წარმოებისთვის მზად, ჩვენ  მათაც დავუდგებით გვერდში სხვადასხვა მექანიზმებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics