|
2020-03-26 19:17:14, 2961 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში დამზადებული პირბადეები საპატრულო პოლიციასა და საკარანტინო ზონების პერსონალს გადაეცათ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში დამზადებული პირბადეების დარიგება დაიწყო. 70 წელს გადაცილებული ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, საკარანტინო ზონების მომსახურე პერსონალი, მებაჟეები, მუნიციპალური მომსახურების საწარმოების თანამშრომლები, - ეს მიზნობრივი ჯგუფების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით დამზადებული პირბადეები გადაეცათ. პირბადეები უკვე დაურიგდათ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. დღეს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საქართველოში დამზადებული პირბადეები გადასცეს იმ სასტუმროების პერსონალს, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით საკარანტინო ზონებია შექმნილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ რეკორდულად მოკლე დროში შეძლო და დაიწყო სადღეისოდ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დეფიციტური პროდუქტის წარმოება. „ჩვენ მოხარული ვართ, რომ პირბადეები უკვე გამოიყენება იმ სასტუმროებში, რომლებიც ჩართულია საკარანტინო პროგრამაში. მათ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მიაწოდა აღნიშნული პროდუქცია. ეს პროგრამა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)