|
2020-03-22 02:16:06, 7840 ნახვა
ომი უკრაინაში
დღევანდელი მონაცემებით საქართველოს ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა იზრდება
დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის გამო ფოთში 49, გურიაში 100 ხოლო ოზურგეთში 40 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე ფოთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი ყოველდღიურად კონტროლდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობას დაემატა თურქეთიდან ჩამოსული სამი ადამიანი. ერთი ექვსი წლის ბავშვი, დანარჩენები კი 35 წლამდე ქალები არიან. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ფოთში თვითიზოლაციაში 49 რჩება პირი რჩება. კარანტინში შვიდი ადამიანია გაგზავნილი, ხოლო სამს დღეს მოეხსნა თვითიზოლაცია. ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ. რაც შეეხება გურიას, თვითიზოლაციაში 100 მოქალაქე იმყოფება, აქედან ლანჩხუთში – 49, ჩოხატაურში – 11, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კი, – 40 ადამიანი. გურიიდან საკარანტინე სივრცეში 21 ადამიანი გადაიყვანეს, ხოლო არჩილ მჟავიას განცხადების თანახმად, სამი ადამიანი თვითიზოლაციას აღარ საჭიროებენ. „ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ. რაც შეეხება ოზურგეთს, თვითიზოლირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ისინი ყოველდღიური კონტროლის ქვეშ იმყოფებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „დღეს, დღის მეორე ნახევარში მიღებული ინფორმაციით, ოზურგეთში თვითიზოლირებულ 36 პირს ოთხი მოქალაქე შეემატა. ისინი ჩეხეთიდან, სომხეთიდან, შვედეთიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ“, – განაცხადა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ. აჭარაში კი 100-ზე მეტი ადამიანია თვითიზოლაციაში, ხოლო კორონავირუსით დაავადებული, სამი პაციენტი მკურნალობს , დღეს საღამოს კი საეჭვო სიმპტომებით კიდევ ორი პირი შეიყვანეს, რომელთა ანალიზების პასუხი ხვალ გახდება ცნობილი - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აკეთებს განცხადებას.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)