18:36 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 14:04:44, 1242 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო პოტენციურ მომჩივნებსა და ადვოკატებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ატყობინებს

იუსტიციის სამინისტრო პოტენციურ მომჩივნებსა და ადვოკატებს ატყობინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს.

კერძოდ, სასამართლო გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე, თუმცა აგრძელებს ძირითად საქმიანობას განსაკუთრებით, საქმეებზე რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტი. აგრეთვე, შექმნილია პროცედურა სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიებების გადაუდებელი მოთხოვნების განსახილველად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროცედურა ვრცელდება მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, სადაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი საფრთხე.

პოტენციური მომჩივნებისა და ადვოკატებისთვის საყურადღებოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საჩივრის წარდგენის 6-თვიანი ვადა, საგამონაკლისოდ, შეჩერებულია 2020 წლის 16 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში. ამასთან, მიმდინარე პროცედურების ფარგლებში განსაზღვრული ვადები შეჩერებულია 2020 წლის 16 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში.

სასამართლოს ფუნქციონირების ზემოხსენებული ახალი რეჟიმი ექვემდებარება მუდმივ გადასინჯვას, გარემოებების ცვლილების გათვალისწინებით. 

იხილეთ სასამართლოს განცხადება:

https://hudoc.echr.coe.int/app/conversion/pdf/?library=ECHR&id=003-6666795-8866184&filename=ECHR%20is%20taking%20exceptional%20measures.pdf 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics