20:43 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 11:15:15, 1486 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - განსაკუთრებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის საკვების სახლში მიტანის სერვისი იმუშავებს

"განსაკუთრებული ქრონიკული დაავადებების მქონდე ბენეფიციარების, მარტოხელა მოხუცებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის იმუშავებს დამატებითი, სახლში მიტანის სერვისი", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კალაძემ აღნიშნა, რომ ამ სერვისით სარგებლობისთვის თბილისის მერიას უნდა დაუკავშირდნენ უფასო სასადილოებით მოსარგებლე პირებიდა საკვებს სახლში მიუტანენ.

 

"ბენეფიციარები საკვებთან ერთად მიიღებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც მოცემული იქნება განსაკუთრებული რისკის მქონდე ქრონიკული დაავადებების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი. განსაკუთრებული ქრონიკული დაავადებების მქონდე ბენეფიციარების, მარტოხელა მოხუცებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის იმუშავებს დამატებითი, სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიას კიკითვნებულ ადამიანებს შეეძლებათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე და განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული სერვისით მომსახურება. რის შემდეგაც, თვილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური სამსახურის დატრენინგებული მერიის თანამშრომლები უზრუნველყოფენ საკვების მიტანას", - განაცხადა კახა კალაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics