|
2015-08-05 12:47:26, 640 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება
თბილისის მერია გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დავით ნარმანიამ ხანძრის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ გამგეობა და შესაბამისი სამსახურები გარდაცვლილთა ოჯახებს დახმარებას გაუწევენ. „ყველამ ვნახეთ გუშინდელი უბედური შემთხვევის ამსახველი კადრები. ჩვენდა სამწუხაროდ, შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ხანძარს ორი ჩვენი თანამოქალაქე ემსხვერპლა. მინდა, მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თბილისის მერია ამ ოჯახებს გვერდით დაუდგება და შესაბამისი მომსახურება, საჭიროებები ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი. ამიტომ, მე მინდა დავავალო „ჰერმესის“ ხელმძღვანელს და შესაბამის გამგეობებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ოჯახების მხარდასაჭერად“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. გუდაუთის ქუჩაზე საღებავების საწყობში გაჩენილ ხანძარს გუშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)