22:45 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 12:55:16, 2767 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე უმრავლესობაზე - ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც, მაგრამ ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა

"ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც, მაგრამ ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ არ გვეგონა", - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე უმრავლესობის იდეას, რომ თბილისი 8-ის ნაცვლად, 7 ოლქად დაიყოს.

 

გოცირიძე აღნიშნავს, რომ ეს მათი შიდა მოსაზრებაა, პარტიები ისაუბრებენ და ოლქებს ისე დაყოფენ, როგორც ვენის რეკომენდაციები ითვალისწინებს.

 

"სამუშაო არის გასაგრძელებელი, მათ შორის ოლქებთან დაკავშირებით. უკვე არის მცდელობა ოლქების საკუთარ თავზე მორგებისა. ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც, მაგრამ ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ არ გვეგონა. თბილისში უნდათ მოიპარონ ერთი ოლქი. უნდათ, რომ დიდი თბილისი გაყონ 7 ოლქად ნაცვლად იმისა, რომ იქ იყოს 8 ოლქი. ესაა ჯერჯერობით მათი შიდა მოსაზრება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, პარტიები შევთანხმდებით და ოლქებიც იქნება შეთანხმებული ისე, როგორც ამას საკონსტიტუციო სასამართლო და ვენეციის რეკომენდაციები ითვალისწინებს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ცნობისთვის, საარჩევნო ცვლილებებს დღეს 5 საათზე ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics