|
2020-03-09 18:00:39, 2263 ნახვა
საზოგადოება
5 რჩევა „თიბისისგან“, როგორ შევამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება
ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო შესაძლოა ნაღდი ფული იყოს, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უმჯობესია მის გამოყენებას მოვერიდოთ. დღესდღეობით ნაღდი ფულის მრავალი ალტერნატივა არსებობს. „თიბისი“ 5 მათგანის შესახებ უზიარებს მომხმარებელს ინფორმაციას: · დისტანციური არხები ნებისმიერი ტრანზაქციისთვის თიბისის მობაილ ან ინტერნეტბანკით შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად სასურველი ტრანზაქციის შესრულება: მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალურების გადახდა, თანხის გადარიცხვა. · Apple Wallet მომხმარებლებს, რომლებსაც Apple-ის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ ელექტრონულ საფულეში დაამატონ თიბისის ნებისმიერი ბარათი და გადაიხადონ ყველგან, სადაც ტერმინალებია განთავსებული · TBC Wallet მომხმარებლებს, რომლებსაც ანდროიდის სმარტფონი აქვთ, შეუძლიათ თიბისის ელექტრონული საფულის გამოყენება. · QR კოდით გადახდა ნებისმიერ ობიექტში, სადაც QR კოდია განთავსებული, შესაძლებელია QR კოდის მობაილბანკიდან დასკანერება და ნაღდი ფულის გარეშე გადახდა. · ბარათით, სტიკერით ან სამაჯურით გადახდა ნაღდი ფულის მაგივრად შესაძლებელია საბანკო ბარათის გამოყენება, რომელზეც არ არსებობს შეზღუდვა მინიმალურ თანხაზე. ასევე, შესაძლებელია სტიკერის მიმაგრება სასურველ ნივთზე, მაგალითად, მობილურ ტელეფონზე. საკმარისია სტიკერის ტერმინალთან მიახლოება და გადახდის დაფიქსირება. თიბისი სამაჯურით შესაძლებელია ბარათის, სტიკერის ან ელექტრონული საფულის გარეშე გადახდა. სამაჯურის უპირატესობა ის არის, რომ ის სრულად უკონტაქტოა - გადახდისას მომხმარებელს არ უწევს არც ბარათზე და არც ტელეფონზე შეხება. სამაჯურის ტერმინალთან მიახლოებით გადახდა შესრულებულია.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)