|
2015-08-03 19:04:22, 693 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის პალიმფსესტების ამოკითხვა შესაძლებელი გახდება
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 20-მდე პალიმფსესტური ფურცლის დიგიტალურ ვერსიას სპექტრული გადაღების ტექნოლოგიით ამზადებენ, მიზანი კი, ერთი მხრივ, პალიმფსესტების ქვედა ფენის წაკითხვის შესაძლებლობის გაზრდა და, მეორე მხრივ, ხელნაწერის დაზიანებული ტექსტის ამოკითხვაა. პალიმფსესტების სპექტრული გადაღების საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია ეროვნულ არქივში გაიმართა. პროგრამა LAZARUS Project-ისა და ადრეული ხელნაწერების ელექტრონული ბიბლიოთეკის (EMEL) ერთობლივი, საპილოტე ღონისძიებაა. ის მიზნად ისახავს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას დაზიანებული ხელნაწერების ამოკითხვისა და პალიმფსესტების კვლევის საქმეში. პროექტში მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები - LAZARUS Project-ის დირექტორი გრეგორი ჰეივორსი, ადრეული ხელნაწერების ელექტრონული ბიბლიოთეკის (EMEL) დირექტორი მაიკლ ფელფსი და ოპტიკური გამოსახულების სპეციალისტები ეროვნული არქივში დაცულ პალიმფსესტებს 3 და 4 აგვისტოს გადაიღებენ. გადასაღებად შერჩეულია შემდეგი პალიმფსესტები: სახარება - ხელნაწერის ძირითადი ნაწილი პალიმფსესტურია, მათ შორის ერთი ფურცელი - სამფენიანი (X, XII-XIII, XIV საუკუნეები). შრიფტი - ასომთავრული და ნუსხური; მარხვანი - პალიმფსესტური ფურცლების ქვედა ფენა - სომხური ტექსტი (X, XIV საუკუნეები). ხელნაწერის ქართული ნაწილში შრიფტი - ნუსხური. ამავე პროექტის ფარგლებში (ამავე აპარატურით) წარმატებით განხორცილდა სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცული პალიმფსესტების; ვერჩელის კათედრალის დაზიანებული ხელნაწერებისა და რუკების; იელის უნივერსიტეტის „ბეინეკეს იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკაში“ არსებული გაურკვეველი ტექსტების აღდგენა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)