|
2020-03-02 17:15:18, 3080 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებში, ბაღებსა და საზოგადროებრივ ტრანსპორტში სადეზინფექციო სამუშაოები მიდინარეობს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სადენზიფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა მუნიციპალურ ტრანსპორს, რომელიც ყოველდღიურად სპეციალური ხსნარით დამუშავდება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე კვლავ ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)