|
2015-08-01 15:42:15, 3392 ნახვა
რეგიონი
"ქართული ოცნების" ფოთის ორგანიზაციის წევრებმა სანაპირო დაასუფთავეს
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის აქტივისტებმა მალთაყვის სანაპირო ზოლზე ,"ოქროს ტბისა" და ყოფილი "ტურბაზის" პლაჟებზე დასუფთავების მორიგი აქცის მოაწყვეს. ფოთის მერიის ინფორმაციით, პლაჟი ზღვისგან გამორიყული ნატანისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში „ქართული ოცნების“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალაქ ფოთის მერი ირაკლი კაკულია მონაწილეობდა, რომლის თქმით, მთელი ზაფხულის სეზონზე ზღვის სანაპიროს დასუფთავების ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციას ფოთში ახლადჩამოყალიებბეული ველოკლუბის წევრებიც შეურთდნენ. შეგახსენებთ ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტის ღირებულება 18 500 508 ( თვრამეტი მილიონ ხუთასიათას ხუთასრვა )ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯედტიდან დაფინანსდება. მიმდინარე წელს დაიწყება პლაჟთან მისასვლელი გზის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ მოეწყობა შიდა მომსახურების გზა ღია ავტოსადგომებით. 370 მეტრზე მოხდება საფეხმავლო გზის (ბულვარის) მშენებლობა და მცირე არქიტექტურული ფორმების განთავსება. მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.მალთაყვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს დაიწყება და მისი ხანგრძილოვობა ორ წელიწადს მოიცავს.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)