06:48 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 13:36:22, 2927 ნახვა

რეგიონი
გაზი ყველა სოფელს

კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება. სოფელ გრაკალში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის და საუბნო დაქსელვის სამუშაოების  შემდეგ, დაიწყო მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 

სოფელში, რომელშიც 160 ოჯახამდე ცხოვრობს პირველი გაზქურა უკვე აინთო. მოსახლეობის გამრიცხველიანება ეტაპობრივად, უბნების მიხედვით მიმდინარეობს. გამრიცხველიანების სამუშაოები მალე სოფელ დოესშიც დაიწყება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დოესის ადმინისტრაციულ ერთეულში ტარიელ ოხანაშვილმა.

კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს წლებია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  და  გაზის კომპანია „სოკარ ჯორჯია“  ახორციელებენ. პროცესი  გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით  უზრუნველყოფამდე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics