11:59 - 30 Jul, 2026
|
2020-02-21 17:23:22, 1309 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში 50-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
ნაძალადევის რაიონში, კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 50 მ სიგრძის და ექვსი მ სიმაღლის საყრდენი კედელი შენდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად გაეცნო. „კვერნაულის ქუჩაზე გრუნტის ჩამოშლის საშიშროების გამო, საჭირო გახდა კედლის მშენებლობა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფთხოებისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიწის ჩამოშლის საშიშროება აღარ გვექნება და გზის სავალი ნაწილი დაცული იქნება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. პროექტის ღირებულება 84 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)