09:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 13:01:16, 1813 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი გომელაურზე - უსაფრთხოების სექტორის შესახებ ინფორმაციას კარგად ფლობს

„მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და კარგად ფლობს ინფორმაციას მთლიანად უსაფრთხოების სექტორში“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ გომელაურმა ღირსეული სამსახური გაუწია როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ასევე შსს-ს.

„ბატონმა ვახტანგმა მართლაც გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი და ღირსეული სამსახური გაუწია როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ასევე შსს-ს. ცხადია, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და კარგად ფლობს ინფორმაციას მთლიანად უსაფრთხოების სექტორში. ამიტომ მისი დანიშვნა მისასალმებელია“, -  განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ვახტანგ გომელაური საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics