|
2020-02-19 10:49:40, 980 ნახვა
საზოგადოება
გახარია: დაცული ტერიტორიების ფართობი კიდევ უფრო გაიზრდება
„სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს 2020 წელს 100 000 კვადრატული მეტრით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ურუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაშია და ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ისე წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. „მოგეხსენებათ, რომ 2019 წელს დაცული ტერიტორიები საერთო მოცულობა 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს ქვეყანაში საქართველოს ტერიტორიის 9,6%-ს, ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს 2020 წელს 100 000 კვადრატული მეტრით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ურუშეთის პარკის შექმნის შესახებ, რომელიც სასაზღვრო ზონაშია და უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო ურთიერთობისა და წითელი ნუსხის სახეობის შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით ისეთ მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას. გარდა ამისა, ხდება ბორჯომი-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 კვადრატული მეტრით. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უნიკალური ტერიტორია, რომელიც საქართველოში გვაქვს კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. კონკრეტულად, საუბარია დერეფნების შექმნისთვის კავკასიური ირმის, კეთილშობილი ირმის და არჩვისთვის მცირე კავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)