|
2020-02-18 22:31:00, 5335 ნახვა
სხვადასხვა
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ელენე ხოშტატიას და მიხეილ სააკაშვილს აგინა
პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვის გამო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა ელენე ხოშტარიასა და მიხეილ სააკაშვილს აგინა. შეურაცხმყოფელი ტექსტი მან ფეისბუქზე საჯაროდ დაწერა. "ოკუპანტის ჰიმნით რომ პარლამენტში შეხვალ არის თუ არა ეს ჩვენი გმირების საფლავების შეურაწყოფა... მაპატიეთ მაგრამ ყველას დედას შევეცი მე ხოშტარიათი დაწყებული , შუაში "შუაშიშტების" და თავში მათი ლიდერი სააკაშვილის ალალი გულით და დედის ტყვნის სურვილებით" - დაწერა სკრებულოს თავმჯდომარემ. მოგვიანებით კი კიდევ ერთი პოსტით "უცენზურო სიტყვების გამო" საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. „ეს არის საბჭოთა კავშირი, აი, ეს ჰიმნია ამ ხელისუფლების სიმბოლო“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარიამ პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომა „ცეკას“ სხდომას შეადარა და თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება „ცეკას“ მოხსენება. „ეს არის საბჭოთა კავშირი, აი, ეს ჰიმნია ამ ხელისუფლების სიმბოლო. როგორც არ უნდა ამოეფარონ და ვისაც არ უნდა ამოეფარონ ამის ფონზე უნდა მათ ცხოვრება და არ ექმნებათ ამით კომფორტი. ჩვენი ქვეყანა არ იქნება საბჭოთა კავშირი, ჩვენს ქვეყანაში არ იქნება „ცეკას“ მოხსენება, ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალაუფლება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას ვეგუებით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)