|
2020-02-18 11:48:55, 1073 ნახვა
საზოგადოება
რეინჯერების დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი დააფინანსებს. საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებისა და რეინჯერების 2020 წლის დაზღვევას კავკასიის ბუნების ფონდი 40 000 ევროთი დააფინანსებს. „დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლების მუშაობა მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. რეინჯერები 24 საათის განმავლობაში იცავენ ბუნებრივ მემკვიდრეობას; ხშირად უწევთ ბრაკონიერებთან ბრძოლა. მინდა მადლობა გადავუხადო კავკასიის ბუნების ფონდს, რომელიც წლებია სააგენტოს რეინჯერების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის თანადამფინანსებლები არიან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. კავკასიის ბუნების ფონდი სააგენტოს დაზღვევის ხარჯების ნაწილს 2013 წლიდან ფარავს. როგორც კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ჯიაკომინიმ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ ფონდს შესაძლებლობა აქვს იყოს თანადამფინანსებელი დაცული ტერიტორიების ოცივე ადმინისტრაციის თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევაში.
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)