11:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 11:39:11, 1746 ნახვა

კომენტარი
ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ შოთაძის გენპროკურორად დამტკიცება, იქნება „ქართული ოცნების“ გავლენის ჩაბეტონება

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დამტკიცება სასამართლო ხელისუფლებაში, „ქართული ოცნების“ გავლენის ჩაბეტონება იქნება.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, შოთაძე იყო ის მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც, კონკრეტული საქმე საგამოძიებო კომისიაში გადავიდა, რაც მეტყველებს, პროკურატურის მიმართ უნდობლობაზე.

„ირაკლი შოთაძე იყო ის მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებდა, გადმოვიდა საგამოძიებო კომისიაში. ეს მეტყველებს, რომ ამ პროკურატურის მიმართ ნდობა არ ყოფილა. „ქართული ოცნება“ აგრძელებს გავლენის ცემენტირებას სასამართლო ხელისუფლებაზე. იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას გამოიჩენენ და კრიტიკულ კითხვებს მაინც დაუსვამენ. თუ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორი გახდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ერთხელ და სამუდამოდ „ქართული ოცნების” გავლენის ჩაბეტონება სასამართლო ხელისუფლებაზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics