21:17 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-31 10:42:16, 643 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა მინისტრმა და GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელმა საერთაშორისო დაბეგვრის კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთაშორისო დაბეგვრის 6-თვიანი კურსი.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ GIZ-ის პროგრამის „საჯარო ფინანსები სამხრეთ კავკასიაში“ ჯგუფის ხელმძღვანელი ბერნდ მიულერი, GIZ-ს ექსპერტი ვენდელა ვან დენ ბრიკი და IBFD-ის ექსპერტი ბარტ კოსტერი.

ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი თანამშრომლობით კურსი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ჩატარდა 4 მოდული.

მოდულები ითვალისწინებდა საწყისიდან უმაღლეს ეტაპებს და მისი მიზანი იყო შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო დაბეგვრის საკითხზე მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებების პრაქტიკაში სწორ გამოყენებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics