|
2020-02-13 11:30:09, 1835 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - სსფ-ის მისიის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველო პიზიტიურად და სწორად ვითარდება
მივესალმები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით, ძალიან დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და სტრუქტურულ რეფორმებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სსფ-ის მისიის დადებითი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველო პიზიტიურად და სწორად ვითარდება. „პრაქტიკულად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდა ბევრად აჭარბებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. მოგეხსენებათ, სსფ-ის თავდაპირველი პროგნოზი იყო 4,6 პროცენტი, ხოლო რეალურად ეკონომიკურმა ზრდამ 5,2 პროცენტი შეადგინა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გარდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა ის მართლაც დიდი მიღწევა, რომელიც საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას ეხება. „იმპორტი პრაქტიკულად არ გაზრდილა, როდესაც ექსპორტი გაიზარდა საკმაოდ მაღალი ტემპპით - 12,4%ით. ინფლაცია, რომელიც გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენდა მთელი ეს თვეები, თანდათან კლებულობს და იგივე სავალუტო ფონდის შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლოსკენ თავის მიზნობრვ მაჩვენებელს დაუბრუნდება. მთლიანობაში ქვეყანა ვითარდება პოზიტიურად და სწორად. ინვესტორებს დიდი ნდობა აქვთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ველოდებით, რომ წელსაც, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, ეკონომიკური ზრდა სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს გადააჭარბებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)