14:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 15:16:56, 1240 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - ჩვენი კომპრომისული ვარიანტი ხელისგულზე დევს, ველოდებით ოპოზიციის კომპრომისულ ვარიანტს

„ყველა ვარიანტში ველოდებით მათ კომპრომისულ ვარიანტს, ჩვენი კომპრომისული ვარიანტი უკვე ხელისგულზე დევს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია 135/15-ზე საარჩევნო მოდელს უმრვალესობას მხოლოდ უცხოელი პარტნიორების მოსატყუებლად სთავაზობს, მაშინ საკითხავია, რამდენად სერიოზულად განიხილება მათი შეთავაზება.

„შემოთავაზება 135/15-ზე თგვენგან მესმის პირველად, ასეთი თუ არის ნამდვილად არ ვიცი. ამაზე პირველი ემოცია რაც მიჩნდება არის ის, რომ ვთქვათ 144/6-ზე, ან 148/2-ზე, დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს ყავდეს თითო მაჟრიტარი. მე არ ვიცი ამაზე რამდენად სერიოზულად უნდა ვისაუბროთ და თუ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ უცხოელ პარტნიორებს კიდვ ერთ ნიუანსში მოატყუონ, რომ ჩვენც გადავდგით ნაბიჯი და კომპრომისული ვარიანტი შევთავაზეთ, რამდენად განიხილება სერიოზულად კომპრომისულ ვარიანტად 145/5-ზე, ან დავუშვათ 140/10-ზე, ან 35/15-ზე, ან 148/2-ზე ეს მერე შეფასების საგანია და მარტივი შესაფასებელია. თუმცა ყველა ვარიანტში ველოდებით მათ კომპრომისულ ვარიანტს, ჩვენი კომპრომისული ვარიანტი უკვე ხელისგულზე დევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics