13:54 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 18:30:08, 1104 ნახვა

საზოგადოება
ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის მოქალაქე შეიყვანეს.

როგორც ცნობილია, მამაკაცს ვირუსის სიმპტომები აღენიშნება.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ამ პაციენტში მეტია იმის შესაძლებლობა, რომ ახალი კორონავირუსი ჰქონდეს.

მისივე თქმით, ოფიციალურად ხვალ გახდება ცნობილი, ინფიცირებულია თუ არა მამაკაცი ახალი კორონავირუსით.

„გუშინ წინ აღენიშნა ტემპერატურის მომატება. როგორც თვითონ და მისი თანმხლები პირი გადმოგვცემენ , 38 გრადუსზე მეტი. ჰქონდა ხველა, კატარული მოვლენები, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, შემდეგ მიმართა საელჩოს და ონლაინ რეჟიმში ჩინელ ექიმებთან იტარებდა კონსულტაციას, რომელბმაც დაუნიშნეს ანტიბიოტიკი. წარწერები სულ ჩინურად აქვს და ჯერ არ ვიცით რომელი წამალია. მდგომარეობა გაუარესდა იმის გათვალისწინებით რომ მას აქვს მწვავე რესპირაციული ინფექცია და პეკინიდანაა ჩამოსული. ბუნებრივია შესაძლოა იყოს ინფიცირებული ახალი კორონავირუსით. აქამდე ვინც შემოსულა ინფექციურში იმათ არც პნევმონია არ ჰქონიათ არც ხველა ჰქონიათ, არც სხვა კლინიკური გამოვლინება, მათი ერთადერთი რისკის ფაქტორი იყო ის რომ ჩინეთიდან იყვნენ ჩამოსულები. აქ მეტია კლინიკური გამოვლინებები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics