10:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 10:52:15, 1606 ნახვა

სამართალი
შსს-ს თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის  და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ და  ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ქართველმა სამართალდამცველებმა თურქ კოლეგებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის და გავრცელების წინაღმდეგ მიღწეული შედეგები გააცნეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და  ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის დელეგაციის წევრები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ. სტუმრებმა დეპარტამენტის ახალი შენობა და ლაბორატორიები დაათვალიერეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics