|
2020-02-04 14:47:47, 1252 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ბაღდათში გარდაცვლილი ოჯახი სოციალური გასაცემლის სახით 1330 ლარს იღებდა - ვიდეო
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბაღდათში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მწუხარებას გამოთქვამს. შემთხვევას მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური გამოეხმაურა და გარდაცვლილი ოჯახის ნათესავებს მიუსამძიმრა. გიორგი წოწკოლაურმა ოჯახის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ოჯახს ყოველთვიურად 1330 ლარი ერიცხებოდა, - მათ შორის, საარსებო შემწეობა - 680 ლარის ოდენობით, ასევე, ოჯახის ორ წევრს მინიჭებული ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და შესაბამისად იღებდნენ სოციალურ პაკეტს - თითოეული მათგანი 140 ლარის ოდენობით. ხოლო ოჯახის ერთი წევრს, ასაკით პენსიონერს სახელმწიფოსგან 220 ლარი ერიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახი, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყოველთვიურ დახმარებას 150 ლარს იღებდა. 2019 წლის ოქტომბრის თვეში, მოხდა ოჯახის გადამოწმება, რადგან მათ არ გააჩნდათ კომუნალურ გადახდებზე აბონენტის ნომერი. მინისტრის მოადგილის განცხადებით - „აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განხორციელდა ხელახალი გადაფასება. დეკემბრის თვეში ხარვეზი აღმოიფხვრა და მათ მიიღეს სამი თვის განაცდური, რომელიც შეადგენდა 2040 ლარს. ამას გარდა 2020 წლის იანვრის თვიდან შეუფერხებლად მიმდინარეობდა სოციალური გასაცემლებით უზრუნველყოფა.“ ოჯახი ცხოვრობდა ბაღდადში თამარ მეფის N 13 ნოემბერში, ყოფილი სტამბის შენობაში, რომელიც ოჯახს ბაღდათის მერიამ გადასცა. ამ მისამართზე იღებდნენ სოციალურ დახმარებას. თუმცა მომხდარი ტრაგედიის დროს სხვა მისამართზე იმყოფებოდნენ.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)