17:13 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-03 12:42:31, 939 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე აშშ-ში მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ ვიზიტს სანქციების თავიდან აცილების მცდელობად აფასებს

 „ეს არის მომავალში მოსალოდნელი სანქციების თავიდან აცილების მცდელობა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რონამ გოცირიძე მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ ვიზიტს ვაშინგტონში.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის ნებისმიერი დიალოგი აშშ-ის ხელისუფლებასთან საპირისპირო შედეგით მთავრდება.

„ეს არის მცდელობა აბსოლუტურად  ჩამოშლილი სახის გაუმჯობესებისა. ეს არის მცდელობა მომავალში მოსალოდნელი სანქციების თავიდან აცილებისა. მაგრამ რა ვიზიტებიც დაიგეგმა ყველა დამთავრდა უარესად საქართველოს ხელისუფლებისათვის. ჩვენ ვიცით ამერიკაში ახლახანს განხორციელებული ვიზიტი პარლამენტის წარმომადგენლების მიერ. სწორედ ამ ვიზიტს მოჰყვა უმკაცრესი შეფასებები კონგრესისგან. პირიქით ლუსტრაციაა ნებისმიერი მათი დიალოგი, ჰგონიათ რომ კარგს ამბობენ და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა ენით ესმის ამერიკის ხელისუფლებას. ვერავინ ვერ დაუმტკიცებს ამერიკის ხელისუფლებას, რომ საქართველოში ეს ადამიანები რაიმეს წყვეტენ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესთან შეხვედრებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics