11:59 - 30 Jul, 2026
|
2020-02-02 12:06:57, 1191 ნახვა
საზოგადოება
ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მათ შორის დღეს შეყვანილი ქალია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჟენევა-სტამბოლის რეისით დღეს ახალგაზრდა ქალი ჩამოფრინდა, რომელსაც თერმოსკრინინგისას ტემპერატურის მატება დაუფიქსირდა. ეზუგბაიას განცხადებით, ქალი საქართველოს მოქალაქეა. მისივე თქმით, ის მუშაობდა მასწავლებლად ჩინეთის დუჯანიანის პროვინციაში, რომელიც უხანიდან 1000 კილომეტრით არის დაშორებული. როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, როდესაც ქალბატონმა ეს სივრცე დატოვა, ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა იმ დროისთვის დაფიქსირებული არ ყოფილა. მისივე თქმით, ფაქტი ახალი კორონავირუსისშესაძლო შემთხვევად არ განიხილება. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)