|
2015-07-29 16:48:37, 701 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს
ბათუმის ბულვარში დილიდან C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ტესტირება ადგილზე ჩაიტაროს და კვალიფიციური კონსულტაცია მიიღოს. დღის 16:00 საათის მონაცემებით სკრინინგი 150 მსურველს ჩაუტარდა. ტესტირების შედეგების გაგება15 წუთშია შესაძლებელი. დადებითი პასუხის შემხთვევაში პაციენტებს გამოკვლევების გაგრძელება ბათუმის ინფქციურ საავადმყოფოში შეუძლიათ. C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში იმართება. პროექტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დავადებათა კონტროლის ზონალურ ლაბორატორიასთან ერთად ახორციელებს. სკრინინგის მიმდინარეობის პროცესს აჭარი ჯანდაცვის მინიტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე გაეცნენ. უფასო გამოკვლევები ზღვისპირა პარკში 10 დან 17 საათამდე ჩატარდება, სკრინინგის მსურველთა შემთხვევაში ტესტირების პროცესი გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)