18:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 15:41:43, 2504 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი გვარამიას ბრალდებაზე - ის პოლიტიკურად მოტივირებულია და პოლიტიკურ მოთხოვნებს უაპელაციოდ აყენებს

„როცა ვხედავ, რომ ერთი მხარე არის პოლიტიკურად მოტივირებული და უაპელაციოდ სვამს პოლიტიკურ მოთხოვნებს, ცხადია მისი ამ განცხადებების მიმართ ჩემი ნდობა არის დაბალი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი სესიასვილმა განაცხადა.

 სესიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმეს სჭირდება ადეკვატური გამოძიება და გამოძიების მიმართ ნდობა ამ პროცესში არის აუცილებელი.

„ნებისმიერი ძალადობა ჩემთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ქართული საზოგადოებისთვის არის მიუღებელი, რაც არ უნდა საფუძვლიანი მიზეზი არსებობდეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესებზე. ამიტომ თავისთავად ამ ყველაფერს სჭირდება ადეკვატური გამოძიება, მაგრამ მთავარი არის, რომ ამ გამოძიების მიმართ იყოს ნდობა. როცა ვხედავ, რომ ერთი მხარე არის პოლიტიკურად მოტივირებული და უაპელაციოდ სვამს პოლიტიკურ მოთხოვნებს, ცხადია მისი ამ განცხადებების მიმართ ჩემი ნდობა არის დაბალი“, - განაცხადა ირაკლი სესიასვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics