18:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 19:02:21, 1781 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუდაურიდან გადაყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კორონავირუსზე საუბარი არ არის.

„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანებით ისინი თავის ოჯახთან ერთად გადმოყვანილი იქნენ ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც გვაქვს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ბავშვებთან დადგინდა „ა“ტიპის გრიპის ვირუსი. ხაზს ვუვსვამ, „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ამიტომ, არანაირ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, აღებულია ასევე ნიმუშები ე.წ. მოლეკულური კვლევისთვის, რომელიც მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში და მას სჭირდება რამდენიმე საათი“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics