18:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 18:59:16, 1706 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - მივმართავ მოსახლეობას, ნუ მიეცემით პანიკას - ქვეყანაში კორონავირუსი არ ფიქსირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ არაფერი განსაკუთრებული და საპანიკო საქართველოში არ ხდება.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება და თუ დაფიქსირდა, ქვეყანა მასთან საბრძოლველად მზად არის.

„მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ნუ მივეცემით პანიკას, ნუ მივეცემით აჟიოტაჟს, არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება, მასზე იქნება დაუყოვნებლივი პასუხი და რეაქცია. საავადმყოფოები ამისთვის მზადყოფნაში არიან, ყველანაირი მედიკამენტური საშუალება არსებობს, რომ ამ ტიპის ადამიანებს სამედიცინო დახმარება გაეწიოთ, ეპიდემიოლოგიური და პრევენციური სამსახური მზად არის, მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი საზღვრების ქვეყანაში, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის იმპორტი და თუ ასეთი დაფიქსირდა, შესაბამისი ღონისძიებები დაუყოვნებლივ გატარდება, ამისთვის მზადყოფნა აქვთ ჯანდაცვის სამსახურს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურს და მობილიზებულია ქვეყანში ყველა სექტორი“, - განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics