09:48 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 15:45:15, 909 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა

"საქართველოს მოსახლეობის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მუდმივად  მართავს სხვადასხვა სახის ტრენინგებს, ლექცია-სემინარებსა და საინფორმაციო შეხვედრებს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელს ცენტრმა საქართველოს მასშტაბით სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს დანერგვა დაასრულა.

"2020 წელს დაგეგმილია გარემოსდაცვითი განათლების სახელმძღვანელოს დანერგვა სკოლებში დაწყებითი საფეხურების მასწავლებლებისთვის. 2019 წელს ცენტრმა დაიწყო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში გადამზადდა 300-მდე მეპაიე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების ჩატარებას 2020 წელსაც აქტიურად გააგრძელებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics