18:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 14:21:16, 1757 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი სენატორების წერილზე: ვფიქრობ, ეს გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას

„ვფიქრობ, სენატორების გზავნილი გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას“, - ასე ეხმაურება ამერიკელი სენატორების კრიტიკულ წერილს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნით დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

„სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და სენატორი შაჰინი, რომელიც არის ძალიან დიდი ხანია საქართველოს მეგობარი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორი, ამ გზავნილს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, ვფიქრობ, რომ ნათელია და ეს გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას.

ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნით დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, აძლიერებს რუსეთის ინტერესებს რეგიონში“,  - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკელმა სენატორებმა  გაუგზავნეს, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი გზით ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics