18:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 11:53:45, 1009 ნახვა

კომენტარი
თურნავა სენატორების წერილზე: ბოლო პერიოდში მათი განცხადებები გადაუმოწმებელ და არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა

„ბოლო პერიოდში გადაუმოწმებელ და არასწორ ინფრომაციას ეყრდნობა ეს განცხადება, მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვეცნობით ამ განცხადებებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სენატორების განცხადება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ არ დარჩება და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„რა თქმა უნდა, სენატორების განცხადება არ დარჩება ხელისუფლების მხრიდან უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე. ჩვენთვის ყოველთვის ყურადსაღებია დასავლელი ამერიკელი პარტნიორების ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლის ესა თუ ის განცხადება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ, განსაკუთრებით კი ამ ბოლო პერიოდში გადაუმოწმებელ და არასწორ ინფრომაციას ეყრდნობა ეს განცხადება, მაგრამ ჩვენ ყურადღებით ვეცნობით ამ განცხადებებს და რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, კერძოდ, საარჩევნო რეფორმის უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი გზით ჩახშობის გამო, რაც მათი განმარტებით დემოკრატიული ინსტიტუტების უკუსვლაზე მიუთითებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics