2020-01-27 16:36:53, 1883 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი - ჩვენსა და კონგრესმენებს შორის არსებული ნებისმიერი საკითხი პირისპირ დიალოგით უნდა გადაწყდეს
„ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენსა და კონგრესმენებს შორის შეიძლება არსებობდეს უნდა იქნას განხილული არა წერილებით, არამედ პირისპირ დიალოგით“, - ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენების წერილს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, საკითხის ზედმეტი დრამატიზება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესში არ შედის.
„ნებისმიერი კითხვა და საკითხი, ან იქნება ეს გაუგებრობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს ცალკეულ კონგრესმენებსა თუ ჩვენ შორის, უნდა იქნას განხილული არა წერილების მეშვეობით, არამედ პირისპირ დიალოგით. არავითარი ზედმეტი დრამატიზება ამ საკითხის, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში საჭირო არ არის, ეს ძალიან კარგად მინდა იცოდეს ყველამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,